
პროგრამის პირველი კომპონენტის მიზანია - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალი გამოცდილების მიღება და საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს -სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს საერთაშორისო ღონისძიებებში ინდივიდუალური მონაწილეობის მხარდაჭერის (ექსპო გრანტის პროგრამის) ან/და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარი, ინდივიდუალური მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსი ან „ მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი, რომლის 50 % ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მქონე პირი.
პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
პროგრამის დაფინანსება განხორციელდება რიგითობის პრინციპით, პროგრამისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების სრულ ამოწურვამდე. რიგითობა განისაზღვრება პალატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული განაცხადების მიღების თარიღისა და დროის მიხედვით.
.
დაფინანსების პირობები
კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარს დაუფინანსდება მის მიერ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის გაწეული ხარჯები, კერძოდ:
მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების დაფინანსება განხორციელდება თითოეულ ბენეფიციარზე არა უმეტეს ორი პირისთვის.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ბენეფიციარის მიერ ერთ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის შემთხვევაში, ერთ მეწარმე სუბიექტზე დაფინანსება განხორციელდება არა უმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რა დროსაც მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების თარიღი არ უნდა აღემატებოდეს გამოფენის დაწყებამდე ორ დღესა და გამოფენის დასრულებიდან ორ დღეს.
იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი, მონაწილეობს ორ საერთაშორისო გამოფენაში და გამოფენებს შორის ინტერვალი არ აღემატება 5 კალენდარულ დღეს, პალატის დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება არა უმეტეს 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით. მგზავრობისა და სასტუმროში განთავსების თარიღი არ უნდა აღემატებოდეს პირველი გამოფენის დაწყებამდე ორ დღესა და მეორე გამოფენის დასრულებიდან ორ დღეს და ერთი განაცხადი უნდა მოიცავდეს ორივე გამოფენის შესახებ ინფორმაციას.



ბენეფიციარების შერჩევა მოხდება რიგითობის მიხედვით, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის სრულ ამოწურვამდე.

1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დევნილის მოწმობის ასლი; შპს-ს შემთხვევაში 50%-იანი და მეტი წილის მფლობელი პირის დევნილის მოწმობის ასლი;
3. ამონაწერი მეწარმეთა პირების რეესტრიდან;
4. ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან;
5. სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საერთაშორისო ღონისძიებებში ინდივიდუალური მონაწილეობის მხარდაჭერის ( ექსპო გრანტის) პროგრამის ან/და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობის პროგრამის გამარჯვებულ ბენეფიციართან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი;
6. საბანკო რეკვიზიტები;
7. იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამშრომლის/ თანამშრომლების სახით, ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული თანამშრომელი/თანამშრომლები კომპანიაში დასაქმებულნი იყვნენ განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ სამი თვით ადრე.
თუ პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი განაცხადი და დოკუმენტაცია არ შეესაბამება პირველი კომპონენტის პირობებს, ამის თაობაზე ეცნობება ბენეფიციარს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. პალატისაგან ინფორმაციის მიღების შემდგომ, პოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია თავიდან შემოიტანოს პროგრამის პირობების შესაბამისად განსაზღვრული განაცხადი და დოკუმენტაცია, რომელსაც მიენიჭება რიგითობის ახალი ნომერი.

მიმდინარე
